გიგა ბოკერია სტალინის ძეგლის გორში დაბრუნებასთან დაკავშირებით

მე ვთვლი, რომ მილიონობით ადამიანის ჯალათის, ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ჯალათის, ბოროტების იმპერიის შემქმნელის, საერთოდ, ფაშისტებთან ერთად მე-20 საუკუნეში მთავარი ბოროტების, მთავარი საშინელების ძეგლის დაბრუნება და მისი ხსოვნის "განდიდება" იქნება ჩვენი წარსულის შეურაცხყოფა, ყველა იმ მილიონობით რეპრესირებულის შეურაცხყოფა, დანაშაული ჩვენი მომავლის წინაშე და მე მინდა მოვუწოდო პრემიერმინისტრს, ახალ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს ჯალათების ძეგლები ჩვენს ქალაქებში

უშიშროების საბჭოს მდივანი მთავრობას მოუწოდებს, არ მიიღოს გადაწყვეტილება გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების თაობაზე.

კომენტარები