ბიძინა ივანიშვილი

მარგველაშვილი: როდის შეეჩვევა ქართული საზოგადოება, რომ პრემიერი მიდის?

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა euobserver-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წლის ბოლოს პრემიერის თანამდებობას დატოვებს და არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლებს. პრემიერის ამ განცხადების შესახებ, ჟურნალისტებთან გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა. საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, მისთვის ახალი არ არის, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. მისი თქმით, ივანიშვილი მიდის თანამდებობიდან, მაგრამ არა პოლიტიკიდან.

"თუ ვინ შეცვლის პრემიერმინისტრს, არის თავიდან ბოლომდე მის კომპეტენციაში, ეს უნდა ჰკითხოთ პრემიერს და მინისტრებს. ბუნებრივია, პრემიერის წასვლის თაობაზე მე კონკრეტულ თარიღს ვერ ვასახელებ, მაგრამ მაინტერესებს, როდის შეეჩვევა ქართული საზოგადოება - 725-ჯერ რომ იტყვის ბატონი ბიძინა, რომ მივდივარო, თუ 1335-ჯერ, რომ ამას შევეჩვიოთ. რა რეაქცია გვექნება აქედან გამომდინარე? რეაქცია გვექნება შემდეგი - რომ ყველაზე წონიანი პოლიტიკოსი არ მიდის პოლიტიკიდან, ის მიდის თანამდებობიდან და რა პასუხისმგებლობას იღებს ამ სიტუაციაში ქართული საზოგადოება, ქართული პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ გავაქტიურდებით ამ ნაბიჯის ფონზე. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, ამაზე უნდა ჰკითხოთ ბატონ ბიძინას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები