თეა წულუკიანი: ვეთანხმები პრემიერს, რომ პროკურატურა დღეს სუსტია

ვეთანხმები პრემიერს, რომ პროკურატურა დღეს სუსტია და ვერ უმკლავდება იმ უსამართლობის განცდას, რაც საზოგადოებაშია. პროკურატურას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც ნოემბრის შემდეგ აბსოლუტური დამოუკიდებლობა ჰქონდა. ახლა ეს გაფორმებულია კანონით. ვფიქრობ, ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ საქმეზე, რაც აბარია. მგონია, რომ პროკურორებს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდებათ. არ ვთვლი, რომ პროკურორები გაუსაძლისი წნეხის ქვეშ უნდა იყვნენ, მაგრამ სიმკაცრე საჭიროა მათ მიმართ, ვინც ხალხის უბედურებაში ფეხი ჩადგა

იუსტიციის მინისტრი გაზეთ რეზონანსთან საუბრობს.

კომენტარები