მაღალჩინოსნების გათავისუფლება

რუსთავის სასამართლომ მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნები გაათავისუფლა

რუსთავის სასამართლომ, მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნები დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაანთავისუფლა. მას შემდეგ რაც ბრადლებულები საკრებულოს გადაწყვეტილით გადააყენეს, პროკურატურამ ჩათვალა რომ აღარ არსებობს გამომძიებლებისთვის ხელიშემშლელი ფაქტორები რადგან ისინი თანამდებობას აღარ იკავებენ.

"სასამართლომ მიიჩნია რომ აღარ იყო საფუძველი ჩვენი დაცვისქვეშმყოფების საპატიმრო ღონისძიების ყოფის თაობაზე, ძირითადი არგუმენტაცია ეს იყო რომ აღარ არის საფუძველი, ის რაზედაც ეყრდნობოდა ბრალდება წარსულში რომ ისინი იყვნენ მაღალთანამდებობის პირები, მათ დღესდღეობით შეჩერებული აქვთ სამსახურეობრივი უფლებამოსილება თბილისის მთავრობის დადგენილებით. მეორე ძირითადი არგუმენტი ეს იყო, პროკურატურის მხრიდან, ვინაიდან ფაქტობრივად ამოწურულია საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედებები აღარ არის საფრთხე რომ მოხდება გარკვეული ზეწოლა მოწმეებზე" - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს 10 000 ლარიანი გირაოები შეუფარდა და დარბაზიდან გაანთავისუფლა.

კომენტარები