შსს

ორი პირი ინდოეთის მოქალაქეებისგან ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი ბესიკ მანაგაძე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი დაკავაა. გამოძიებით დადგენილია რომ დაკავებულიები ინდოეთის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაციაში კანონდარღვევით დაეხმარნენ, მათ ქრთამის სახით 1300 ლარი მიიღეს. ''გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 17 ივლისს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ცვლილება შევიდა საქართველოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში, რომლითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეიზღუდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების რეგისტრაცია უცხოელებზე და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, სხვადასხვა ხერხითა და მაქინაციებით, შემდგომში კანონის გვერდით ავლით, მიწის დარეგისტრირების მსურველი უცხოელების დახმარებაში, 2013 წლის 26 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა - ბესიკ მანაგაძემ თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით, პირადი გამორჩენის მიზნით, საქართველოში მყოფ ინდოეთის მოქალაქეს საქართველოში მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1300 ლარი. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ფაქტზე დააკავეს"– ავრცელებს განცხადება შსს. როგორც შინაგაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო იუწყება, გამოძიება გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები