აშშ-საქართველო

ტერნერი: დევნის, შევიწროებისა და ძალადობის ინციდენტები შემაშფოთებელია

მაიკ ტერნერი
wikipedia

კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა, რომელიც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელიცაა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან შეხვედრის შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელა. კონგრესმენმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში დევნის, შევიწროებისა და ძალადობის ინციდენტების გამო.

"წარმომადგენელთა პალატამ ჩემი შესწორება მიიღო, რათა გამოეხატა საერთო შეშფოთება იმით, რომ პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში დაღი დაასვა ბრალდებებმა დევნის, შევიწროებისა და ძალადობის შესახებ. საქართველოს ბევრი მოკავშირე ჰყავს კონგრესში. ისინი მოელიან, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება შეძლებს მართოს ქვეყანა, როგორც ძლიერმა დემოკრატიამ. დევნის, შევიწროების და ძალადობის ინციდენტები ძალიან შემაშფოთებელია. დემოკრატიულ ინსტიტუტებს ისეთი ღირსებით და პატივისცემით უნდა მოპყრობა, როგორც ქართველი და ამერიკელი ერი მოელის. ეს მკაფიო გზავნილი გავუზიარე საქართველოს დელეგაციას, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები