საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ახალ რეზიდენციაში იმუშავებს

Reuters

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დაადასტურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ახალი პრეზიდენტი ახალ რეზიდენციაში შევა. როგორც ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "პოლიტმეტრში" მინისტრმა თქვა, შენობა უკვე რემონტდება და თუ ხელი არაფერმა შეუშალა, ის ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე ექსპლუატაციაში შევა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ათონელის ქუჩის N24 ნომერში იცხოვრებს, სადაც წლების წინ ამერიკის საელჩო მდებარეობდა. მინისტრის თქმით, მას გაუჭირდება თქვას, ზუსტად რა დაჯდება ახალი რეზიდენცია, თუმცა, მისი თქმით, 15 მილიონი უკვე დახარჯულია.

 ჯერჯერობით უცნობია, რა ფუნქცია ექნება პრეზიდენტის ამჟამინდელ სასახლეს. 

კომენტარები