იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი: ვმუშაობთ საპროცესო შეთანხმებების ინსტიტუტის რეფორმირებაზე

ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო სექტემბერში პარლამენტში ახალ განონპროქტს შეიტანს, რომელიც საპროცესო შეთანხმებებს ეხება. 

მისი თქმით, საპროცესო შეთანხმებების ინსტიტუტი, ისეთი, რომელიც დღეს არსებობს, კანონით არის უზრუნველყოფილი. 

"ჩვენ ვმუშაობთ კანონის ცვლილებაზე იმისთვის, რომ პროკურორებმა შეძლონ, ეს ინსტიტუტი ყველა საქმეზე და ყველა კატეგორიის დანაშაულზე კი არ გამოიყენონ, არამედ იქ, სადაც ეს იქნება საჭირო. კერძოდ, ეს ინსტიტუტი საჭიროა მაშინ, როდესაც მიზნად ვისახავთ, სასამართლო არ გადაიტვირთოს ნაკლებად მძიმე დანაშაულების საქმეებით და თუკი ბრალდებული თანახმაა, რომ პროკურორთან წავიდეს მოლაპარაკებაზე მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა წულუკიანმა. 

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც დაესწრნენ პროცესს, თუ როგორ ხდება პროკურორსა და ბრალდებულს შორის მოლაპარაკებები.
"ჩვენ სექტემბრიდან ვაპირებთ, რომ ახალი კანონპროექტით შევიდეთ პარლამენტში. ეს თავისთავად გამოიწვევს გაკეთილშობილებას იმ საპროკურორო პრაქტიკის, რაც დღეს არსებობს", - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები