რუსეთი

უმაროვი სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას აპირებს

ru.tsn.ua

ჩრდილოკავკასიელი შეიარაღებული მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების განახლების ბრძანება გასცა და მებრძოლებს მოუწოდა, სოჭის ოლიმპიადის ჩატარება არ დაუშვან. ამის შესახებ მეამბოხეთა ვებგვერდი კავკაზცენტრი იუწყება, რომელიც უმაროვის ვიდეომიმართვას აქვეყნებს.

„კავკასიის იმარატის“ ლიდერის განცხადებით, მის მიერ ადრე გამოცხადებული მორატორიუმი რუსეთის ხელისუფლებამ სისუსტის ნიშნად აღიქვა და კავკასიაში „მუსლიმების დევნა“ გააძლიერა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის   ზრდა მოჰყვა.

დოკუ უმაროვმა განაცხადა, რომ ამიერიდან მისი მებრძოლები საპასუხო დარტყმებს რეჟიმის წინააღმდეგ რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელებენ. „იმარატის“ ლიდერმა მებრძოლებს მოუწოდა, „რუსეთის მიერ მოკლულ კავკასიელთა ძვლებზე“ ოლიმპიადის ჩატარება არ დაუშვან. 

კომენტარები