საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ივანიშვილი: ბედნიერი ვარ, რომ მარგველაშვილს ვიცნობ

Reuters

”ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი, როგორც პოლიტიკოსი და პიროვნება, გაცილებით მისაღებია, როგორც კანდიდატი”, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა პაატა ბურჭულაძის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით.

”ვინც იცნობს მარგველაშვილს, მას აქვს ყველა თვისება გადაჭარბებით, რაც სჭირდება კარგ პრეზიდენტს, ნებისმიერი ქვეყნის, არათუ მხოლოდ საქართველოს. არ ვფიქრობ, რომ გიორგის ეყოლება ღირსეული კონკურენტი, ვერც პაატა მოახერხებს მისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევას. ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ჩვენ დაველოდებით პროცესებს”, - განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბედნიერია, რომ მარგველაშვილს იცნობს და ასეთი ”კაცი ჰყავთ”.

კომენტარები