ბიძინა ივანიშვილი მეოცნებე ხალხზე

ქართულ ხასიათს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ქართველები მეოცნებე ხალხი ვართ, ყველაფერი ერთბაშად გვინდა. როგორც წესი, დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ხალხი ნებისმიერი პარტიისგან სწრაფ შედეგებს ითხოვს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, თუმცა უკმაყოფილოებიც გვყავს. ცხრა წლის განმავლობაში ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ფაქტობრივად, ტაბუირებული იყო. წინა ხელისუფლების დროს ინვალიდების მცირერიცხოვანი აქციაც კი დაშალეს. ახლა კი ხალხმა თავისუფლება იგრძნო. სწორედ ამიტომ მოუნდათ ქუჩაში გამოსვლა და ხშირი აქციების გამართვა

პრემიერმინისტრის ინტერვიუ გერმანულ რადიო Deutsche Welle-სთან

კომენტარები