რუსეთი

რუსების ნახევარზე მეტი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი არ არის

aboutworldlanguages.com

გამოკითხულ რუსეთის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ჩეჩნეთისგან რუსეთის გამოყოფის წინააღმდეგი არ არის. ლევადა-ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ეს მოვლენა რესპონდენტთა 24 პროცენტს "გაახარებდა". 27 პროცენტზე ჩეჩნეთის გამოყოფა "განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა", კიდევ 13 პროცენტი "მზადაა შეეგუოს" ჩეჩნეთის გასვლას რუსეთის შემადგენლობიდან. 12 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ ფაქტობრივად ეს უკვე განხორციელდა.    

ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ რესპონდენტთა 23 პროცენტი გამოდის, 10 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ამას ხელი ნებისმიერი გზით, მათ შორის, სამხედრო მეთოდებით უნდა შეუშალოს.

გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 28 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოსკოვის მიერ ჩრდილოეთ კავკასიისთვის გამოყოფილი თანხები "ძირითადად იძარცვება", 21 პროცენტი კი თვლის, რომ ეს თანხები ნაკლებად ეფექტიანად გამოიყენება, ვიდრე სხვა რეგიონებში.

კომენტარები