უცხოური მედია საქართველოს შესახებ

WSJ: საქართველო აშშ-ზე ლობისტურ შეტევას იწყებს

Bill Koplitz / FEMA Photo Library

ამერიკული გამოცემა Wall Street Jounal-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით "საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებზე ლობისტურ შეტევას იწყებს". სტატიის მიხედვით, გასულს კვირაში პრემიერ მინისტრის მთავრობამ კონგრესზე ლობისტური შეტევა მიიტანა რათა კარგად აეხსნა, რომ საქართველო ირანზე სანქციებს ნამდვილად ახორციელებს და პრო-დასავლურ კურს ინარჩუნებს.

ავტორი აღნიშნავს, რომ ლობის გაძლიერება, იმ ფონზე ხდება, რომ ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს მიმართ ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის შემცირებაზე ფიქრობენ. ამის მთავარ მიზეზად სტატიის ავტორი საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროვებას ასახელებს. 

სტატიის ავტორის მიხედვით, საქართველოს ლობისტურ კამპანიას Patton Boggs LLP უძღვება. აღნიშნული კომპანია ოქტომბრის არჩევნებამდე ივანიშვილის ლობისტურ კამპანიას მართავდა.

"ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი გამოხატავს შიშს, რომ ივანიშვილი, მილიარდერი ბიზნესმენი, რომელსაც მოსკოვთან ახლო კავიშირი აქვს, პრეზიდენტის პოლიტიკურ მომხრეებს დევნის, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი საქართველოს რუსეთთან სტრატეგიულ კავშირში დაბრუნების სურვილია," წერს სტატიის ავტორი. 

სტატიაში საუბარია საქართველოში შემოსული ირანული ფულის შესახებაც, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. სტატიის ავტორის მიხედვით, საქართველოს ელჩმა აშშ-ში დარწმუნა ადგილობრივი პოლიტიკოსები, რომ საქართველო ირანის მიმართ სავიზო რეჟიმის გადახედვას აპირებდა. 

"სააკაშვილის მხარდამჭერები და კონგრესის ბევრი წევრი საქართველოს ახალი პრემიერმინისტრის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტის ათობით მოკავშირის, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრის, ივანე მერაბიშვილის დაკავება ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის დროინდელ წმენდას," წერს სტატიის ავტორი. 

 

კომენტარები