დინამო თბილისი

დინამო თბილისი ავსტრიულ შეკრებაზე რუმინულ კლუჟს შეხვდა

ს.კ დინამო თბილისი
shakhtar.com

ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ამჯერად დედაქალაქელები რუმინულ კლუჟს დაუპირისპირდნენ. ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების მონაწილე გუნდისა და დინამოელების შეხვედრა მთლიანობაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ - 0:0 დასრულდა.

პირველი ტაიმის საწყის პერიოდში რუმინელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შემდეგ დუშან უჰრინის ფეხბურთელებმა სიტუაციის გამოსწორება შეძლეს და შეხვედრაც გათანაბრდა. გიორგი ლორიას რამდენიმე სახიფათო დარტყმის მოგერიება მოუწია, თუმცა ქართველების გოლთან უფრო ახლოს იყვნენ - ერთხელ ჯაბა დვალმა სახიფათოდ დაარტყა თავით, შემდეგ კი ჩისკოს დარტყმული მოხვდა ხარიხას. მეორე ნახევარი კვლავ რუმინელთა მცირე უპირატესობით დაიწყო, თუმცა მთლიანობაში მატჩის სურათი არ შეცვლილა და გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად დაშორდნენ.

შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების მერვედფინალისტი დონეცკის შახტარი ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.

 

კომენტარები