შსს-ს ვიდეოარქივი

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი: შსს-ს არქივის ასლები გატანილია

RFE/RL

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, თემურ კენკებაშვილი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული არქივის ასლები დეპარტამენტიდან კუდ-ის დირექტორმა ვაჟა ლელუაშვილმა, თავდაცვის სამინიტროს ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი დგებუაძემ და ე.წ. მოდულის შენობის IT სამსახურის ყოფილმა უფროსმა ზურამ თუთბერიძემ გაიტანეს. კენკებაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასლების გატანა არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში მოხდა და ის თავად შეესწრო ამ პროცესს. მისი თქმით, ასლების გატანა დათა ახალაიას მოთხოვნით მოხდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული არქივი არის კონკრეტული პირების პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების შემცველიც. ის უნდა განადგურდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება მოხდება. არჩევნების შემდეგ, მე მივედი დეპარტამენტში, სადაც სრული ქაოსი იყო. ყველა აკეთებდა ამ არქივის ასლებს. თანამშრომლემა იციან ზუსტად ვინ და როგორ გაიტანა ასლები. ეს იყო დაახლოებით 3-4 ოქტომბერი. მასალები გაიტანეს კუდ-ის დირექტორმა ვაჟა ლელუაშვილმა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი დგებუაძემ, ე.წ. მასტერამ და "მოდულის" შენობის IT სამსახურის უფროსმა ზურაბ თუთბერიძემ. ზუსტად ვიცი, ამის მომსწრე მე თვითონ ვარ. სხვებმა გაიტანეს თუ არა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. განადგურების შემთხვევაში, პირობა იმისა, რომ ეს კომპრომატები აღარ გამოიყენება, არ არსებობს", - აცხადებს კენკებაშვილი.

 

 

კომენტარები