სამართლიანობის აღდგენა

გიგა ზედანია

ჩემი შთაბეჭდილებით, ჩვენი სამართლებრივი სისტემა ძალიან ახლოა იმასთან, რაც იყო ძველ რომში. იქ კონსული ერთი წლით აირჩეოდა; ამ პერიოდის განმავლობაში მას ყველაფრის უფლება ჰქონდა და ხელშეუხებელი იყო. მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც მისგან ზიანი მიიღო, შეეძლო ეჩივლა და პასუხისგებაში მიეცა ის. როგორც ჩვენთან: სამართლიანობა ყოველთვის წარსულთან მიმართებაშია სამართლიანობა და თითქმის არასოდეს - აწმყოსთან

კომენტარები