ქურდული სამყარო

კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია დააკავეს

geonews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდობის ბრალდებით ტარიელ ფოცხვერია დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1959 წელს დაბადებული ტარიელ ფოცხვერია არის ე.წ. კანონიერი ქურდი და აღიარებს ქურდულ სამყაროს. იგი ქურდული სამყაროს სასარგებლოდ აწყობდა ქურდულ გარჩევებს, იღებდა ე. წ. ქურდულ გადაწყვეტილებებს, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ საზღვარგარეთ მცხოვრებ სხვა პირებთან", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტარიელ ფოცხვერია თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს, სადაც ის მკურნალობის კურსს ბადრაგების ზედამხედველობის ქვეშ აგრძელებს. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. ტარიელ ფოცხვერია, ზედმეტსახელად "ტარასა", ამნისტიის შედეგად მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გათავისუფლდა. ის 2006 წლიდან სასჯელს ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობისთვის და კანონიერი ქურდობისთვის იხდიდა.

 

კომენტარები