საქართველო-რუსეთი

რუსეთს კადიევის ექსტრადირება სურს

omb-pro.ru

რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოთხოვნას ამზადებს, დაკავებული მიკაილ კადიევის რუსეთში  ექსტრადირების თაობაზე. რუსული გამოცემა კომერსანტის ცნობით, დაღესტნის მკვიდრი კადიევი 2009 წელს ხასავიურტის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მკვლელობაშია ბრალდებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირაში მიკაილ კადიევი რიზვან ომაროვთან ერთად დააკავა. მათ  ბრალი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვაში წაეყენათ. თუმცა, მანამდე შსს აცხადებდა, რომ დაკავებულები ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ, მაგრამ ტერორიზმის ბრალდება მათთვის არ წაუყენებიათ. კომერსანტი ვარაუდობს, რომ კადიევის რუსეთში ექსტრადირება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც იგი სასჯელს საქართველოში მოიხდის.

კომენტარები