საპატრიარქოს ტელევიზია

პატრიარქი დავით უსუფაშვილს დამატებითი სიხშირის გამოყოფას სთხოვს

fmabkhazia.com

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" კერძო სამაუწყებლო სიხშირის გათიშვასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს  და დამატებითი სიხშირის გამოყოფას სთხოვს.

"როგორც ცნობილია, 2007 წლიდან ფუნქციონირებს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", რომელიც ძირითადად შემეცნებითი, კულტურული და პატრიოტული გადაცემებით გამოირჩევა. "ერთსულოვნებას" ხელშეკრულება დადებული ჰქონდა ტელეკომპანია "ევრიკასთან" და ამ ხნის განმავლობაში ყიდულობდა მათ სიხშირეს. 2013 წლის პირველ მაისს ხელშეკრულების ვადა გავიდა და ეს ურთიერთობაც შეწყდა, ამიტომ ჩვენი ტელევიზია იძულებული გახდა ე.წ. საკაბელო მაუწყებლობაზე გადასულიყო, რასაც შეზღუდული გავრცელების და მოსახლეობის გაჭირვების გამო მაყურებელთა 40% ვერ იღებს, არადა ხალხში დიდი სურვილია აღნიშნული არხის ყურებისა.

ჩვენ ვიცით, რომ მარეგულირებელ კომისიას თავისუფალი სიხშირე არ აქვს, მაგრამ თუ არის შესაძლებელი, პარლამენტის დავალებით, აღნიშნულმა კომისიამ გამოყოს დამატებითი სიხშირე. ეს იქნება დიდი დახმარება ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც", - მიმართავს პატრიარქი დავით უსუფაშვილს.

კომენტარები