ეროვნული უშიშროების საბჭო

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

Reuters

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

"სხდომა ოთხშაბათს, 5 ივნისს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება და მასზე შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევასა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. განიხილება ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები", - ნათქვამია უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პრესრელიზი ასევე განმარტავს, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან: ქვეყნის პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ასევე მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები