ოკუპირებული ტერიტორიები

უსუფაშვილი: დიცთან დაკავშირებულ პრობლემას სხვანაირად გავუმკლავდებით

ტაბულა


"არასინქრონულმა მოქმედებამ რა შედეგიც მოიტანა, 2008 წლის აგვისტოში ეს უკვე ვნახეთ, აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვანაირად გავუმკლავდებით ამ პრობლემას" - აცხადებს დავით უსუფაშვილი, რომელმაც საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები კავკასიასა და ცენტარულ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე განიხილა.

"ჩვენ ვისაუბრეთ დიცში განვითარებულ მოვლენებზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ აპატურაის იმ განცხადებისთვის, რაც მან გააკეთა და ცხადია, ეს არის NATO-ს პოზიცია. ეს არის სწორი გზა ასეთ საკითხებზე რეაგირების, რადგან, როგორც ჩანს, არის მცდელობა გარკვეული პროვოცირების ახალი ხელისუფლების მხრიდან ემოციური რეაქციებისა ასეთ თემებზე. საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა და მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი პოზიცია იქნება პრინციპული, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ საკითხებში სწორედ NATO-სთან, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად სინქრონულად უნდა ვიმოქმედოთ. არასინქრონულმა მოქმედებამ რა შედეგიც მოიტანა, 2008 წლის აგვისტოში ეს უკვე ვნახეთ, აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვანაირად გავუმკლავდებით ამ პრობლემას", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები