ექსპრემიერის დაკავება

გიგი წერეთელი: ვანო მერაბიშვილი ინფორმაციის ნაკლებობას უჩივის

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ყოფილი პრემიერი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი მოინახულა. წერეთელი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, პარტიის არჩევანის თანხვედრი იქნება. წერეთელმა ასევე განაცხადა, რომ მერაბიშვილს კანონით აქვს შესაძლებლობა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდე. 

"ამ დაპატიმრებამ ხელი შეუშალა ჩვენს სტრატეგიას საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერთან და კანდიდატთან დაკავშირებით. კონსულტაციები გაგრძელდება ვანო მერაბიშვილთანაც, რომელიც დაპატიმრებამდე პრაიმერის ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი იყო. საკითხი, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის კონსულტაციებს გავაგრძელებთ ვანო მერაბიშვილთან და ამის შემდეგ გახდება საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი", –განაცხადა გიგი წერეთელმა.

წერეთელი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს საპატიმროში ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა აქვს. წერეთელი არ გამორიცხავს ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ციხის ადმინისტრაციას მიმართოს თხოვნით უზრუნველყოს მერაბიშვილი ტელევიზორით. 

 

 

კომენტარები