ოკუპირებული ტერიტორიები

რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ორი პირი დააკავეს

radiotavisupleba.ge

რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს კიდევ ორი პირი დააკავეს. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი, ავთანდილ და კახა ხადურები, უკვე მეორე დღეა, რაც ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰყავთ.

სააგენტოსვე ინფორმაციით, სოფელ ქვეშში მცხოვრები მამა-შვილი საკუთარ ბაღში მუშაობდა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება და სწორედ მაშინ მოხდა მათი დაკავება. ინფორმაციის გადასამოწმებლად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს-ს კომენტარს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

29 მაისს რუსმა სამხედროებმა სოფელ დიცის განაპირას 24 წლის ადგილობრივიც დააკავეს.

კომენტარები