ვეტო

პრეზიდენტმა ვეტო კიდევ ერთ კანონპროექტს დაადო

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ"კანონპროექტს ვეტო დაადო.

კანონპროექტი საგამოძიებო მოქმედებების წარმოებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ეხება.

პრეზიდენტის შენიშვნები ორ ძირითად საკითხს, კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს შეეხება. 

"შენიშვნები შეეხება 2 საკითხს. პირველ რიგში, ეს გახლავთ დაცვის მხარისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს გულისხმობს, ამ ნორმების ამოქმედების ვადად პარლამენტმა მიუთითა 2014 წლის სექტემბერი და ჩვენი შემოთავაზებაა, ამოქმედების ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის სექტემბრის თვით.მეორე საკითხი გახლავთ მტკიცებულებათა საკითხი. დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაცვის მხარეს ეკრძალება, რომ ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებითია საქმისთვის და შეიძლება გამამართლებელი განაჩენი დადგეს ამ მტკიცებულების წარდგენის შემთვევაში, შეინარჩუნოს გაცვლის ეტაპზე. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით ეს უფლება უქმდებოდა. ჩვენი შემოთავაზებაა და მოტივირებული შენიშვნები გულისხმობს აღნიშნული უფლების შენარჩუნებას დაცვის მხარისათვის. სხვა მხრივ, შენიშვნები არ არის", - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი, დიმიტრი ძაგნიძე.

პრეზიდენტის შენიშვნები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.

 

კომენტარები