ჟან კლოდ მინიონი

მინიონი: ნუ დამაძალებთ იმის თქმას, რაც პრემიერს უნდა ვუთხრა

primetimenews.ge

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჟან კლოდ მინიონის თქმით, საქართველოში მართლმსაჯულების მოქმედებას, ასამბლეის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა. ამის შესახებ მინიონმა ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის დაკავების კომენტირებისას განუცხადა.

"ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩავერიოთ ამა თუ იმ ქვეყნის მართლმსაჯულების საქმიანობაში, თუმცა, გვსურს ყველა პროცედურა იყოს დაცული. თუკი ვიღაც მართლა უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე, მაშინ უნდა მოეწყოს ნამდვილი, ჭეშმარიტი პროცესი. ბუნებრივია, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და დარწმუნებული ვარ, ყველანაირი ორაზროვნება უახლოეს მომავალში მოიხსნება", - განაცხადა ჟან კლოდ მინიონმა. 

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდება.

"მასთან შეხვედრაზე გულახდილად გავაგრძელებ მსჯელობას. ნუ დამაძალებთ იმის თქმას, რაც პრემიერს უნდა ვუთხრა", - აღნიშნა მინიონმა.

კომენტარები