საარჩევნო სია

დევნილები ID ბარათებს უფასოდ მიიღებენ

www.justice.gov.ge

იუსტიციის სამინისტრო საარჩევნო სიების დაზუსტებას იწყებს. ამ მიზნით, სრულწლოვან დევნილებზე პირადობის მოწმობები დღეიდან უფასოდ გაიცემა. 

ამ საკითხის შესახებ ბრიფინგი გამართა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანმა საარჩევნო სიების დაზუსტებას სახელმწიფოებრივი და საშვილიშვილო მიზანი უწოდა:

„ჩვენი ვალია, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე საქართველოს მივცეთ ერთიანი დაზუსტებული საარჩევნო სია და გავიგოთ, რამდენი რეგისტრირებული დევნილია საქართველოში" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის სახლის ფილიალები და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები მათთვის ყოველ შაბათ-კვირას, დილის 09.00 საათიდან საღამოს 21.00 საათამდე იმუშავებენ. დევნილებს ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება 23 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

 

კომენტარები