საქართველო-აშშ

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

telegraph.co.uk

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციის გაძლიერების გაგრძელების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში. 

კერი, ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილსაც უსვამს ხაზს.

"ჩვენ პატივს ვცემთ ავღანეთში მომსახურე თქვენს სამხედროებს, მათ შორის იმ ჯარისკაცებს, რომელთაც თავი გაწირეს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევრო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას ჩვენი მეგობრობის გასაღრმავებლად, რამეთუ მისი სიძლიერე ერთიანობასა და პარტნიორობაშია. მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მყოფ ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ", - ნათქვამია ჯონ კერის მისალოც წერილში.

კომენტარები