კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი

თბილისში ზეედორფი, კაკა და პირლოც ითამაშებენ

პირლო კაკა და ზეედორფი
acmilan.com

როგორც იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport იუწყება, 31 მაისს კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, კლარენს ზეედორფი, კაკა და ანდრეა პირლო ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ დინამო არენაზე მილანის შემადგენლობაში ვალერიო ფიორი, სებასტიანო როსი, როკე ჟუნიორი, პაოლო მალდინი, ჯანლუკა ძამბროტა, იაპ სტამი, მასიმო ოდო, დარიო შიმიჩი, რუი კოშტა, მატიე ფლამინი, იბრაჰიმ ბა, კრისტიან ვიერი, ანდრეი შევჩენკო და ფილიპო ინძაგი ითამაშებენ.

კომენტარები