საქართველოს თასი

თასიც თბილისის დინამოს დარჩა

თბილისის დინამო თასის მფლობელია
fcdinamo.ge

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს თბილისის დინამო და საჩხერის ჩიხურა დაუპირისპირდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დინამო საქართველოს ჩემპიონი გახდა, დღეს კი ოქროს დუბლის შესრულება შეძლო და საქართველოს თასიც მოიპოვა.

პირველ ტაიმში, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ჩიხურას ფეხბურთელებს ჰქონდათ, როდესაც მსაჯმა დინამოელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, თუმცა გიორგი ლორიამ დარტყმის მოგერიება შეძლო და ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი გოლი გიორგი მერაბიშვილმა გაიტანა, შემდეგ კი მისი ჩაწოდებით ლევან ხმალაძემ ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. იმერელთა კარში მესამე გოლი ირაკლი ძარიამ გაიტანა, თუმცა შემდეგ მსაჯმა დინამოს ესპანელი მცველი, უსტარიცი გააძევა და სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. ედიკ საჯაიამ ჩიხურას მაისურით პრესტიჟის გული გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:1 დინამოს სასარგებლოდ.

კომენტარები