სალომე ზურაბიშვილი

ეს, რაც მოხდა, არის პროვოკაცია, მიმართული გარეთ დისკრედიტაციაზე, შიგნით დემორალიზაციისაკენ... პროვოკაციას ვეძახი და პროვოკატორებს იმათ, ვინც არაფრიდან საქმე გახადეს და მერე დიდი მონდომებით ერთ პატარა ჯგუფს დაერივნენ... ყოველთვის სუსტის და დაუცველის მხარეს ვიქნები... ყოველთვის უსამართლობის და ტყუილის წინააღმდეგ... და ბოლო კითხვა მაქვს იმათთვის, ვინც დღეს ასე "ვაჟკაცურად იბრძოდნენ" - სად იყვნენ, როცა ხან რუსების და ხან სააკაშვილის ძალადობა ამ ქვეყანაში ბოგინობდა? და მართლა ასე გაგვიგია საქართველოში სასულიერო პირების ვალდებულებები საზოგადოების და მასში მყოფი ადმიანების მიმართ? და ამაში "სულიერი" რა იყო ან სინდისიერი?.. ეს უფრო დიდ დარღვევად მიმაჩნია ზნეობის, ვიდრე ის, რასაც ეგ სხვა ორიენტაციის ადამიანები თავის თავს უკეთებდნენ!

კომენტარები