ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ხვალ ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. ორგანიზატორთა განცხადებით პრესკონფერენციაზე საგანგებო განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყების შესახებ გაკეთდება, რათა საქართველოში საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს გაუკუღმართებული სექსუალურ ურთიერთობათა და ყველა სხვა სახის გარყვნილების და უზნეობის პროპაგანდა, აგიტაცია, ტირაჟირება და რეკლამირება.

ამასთან, 17 მაისს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ 09:00 საათიდან დაიწყება იმ ადამიანების შეკრება, ვინც ლგბტ პროპაგანდას გმობს და კანონმდებლობით მის აკრძალვას ითხოვს.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: "ეროვნული ფრონტი", "ივერიელნი", "ზნეობრივი საქართველოსთვის", "წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის კავშირი", "წმ. ქეთევან წამებულის სახელობის კავშირი", მართლმადიდებლური საგანმანთლებლო პორტალ "სიბრძნე.ჯის" ადმინისტრაცია, მოსწავლეთა კავშირი "ნათელი მომავლისთვის", "მთაწმინდის მთვარე", "იბერიელები", "წმ. იოანე ოქროპირის სახელობის კავშირი", "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი", სტუდენტური კავშირების ალიანსი – "ძალა ერთობაშია" (ზნეობრივი არჩევანი (თსუ); "განათლება და ერთსულოვნება" (სამედიცინო); "მომავალი ჩვენია" (ილიას უნივერსიტეტი).

კომენტარები