პრემიერმინისტრი

პრემიერი ავღანეთში დაღუპული სამხედროების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

პრემიერმა ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის თაობაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ის მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

"მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ ტრაგიკული ამბის გამო, რომელიც დღეს ავღანეთში ნატოს ოპერაციის მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ბაზაზე მოხდა.
ქართველმა სამხედროებმა გმირულად მოიგერიეს თვითმკვლელი ტერორისტისა და მეამბოხეთა ჯგუფის თავდასხმა, რასაც სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულები არიან კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. გვყავს დაჭრილებიც. ქედს ვიხრი მათ წინაშე. ვუერთდები გმირულად დაღუპული ჩვენი სამხედროების ოჯახების უდიდეს მწუხარებას და ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს", - ნათქვამია განცხადებაში. 


კომენტარები