პრემიერმინისტრი

ივა­ნიშ­ვი­ლი: მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას შრო­მის კო­დექ­სზე, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ვი­ზი­ა­რებ

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი, შრო­მის კო­დექ­სთან და­კავ­ში­რე­ბით ვი­ცეპ­რე­მი­ერ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ას ეთან­ხმე­ბა. ამის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებს აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუც­ხა­და.

პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, და­ქი­რა­ვე­ბულს უნ­და ჰქონ­დეს უფ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ინ­ვეს­ტო­რებს ’’არ უნ­და და­ე­კარ­გოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის მა­და".

"მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას მე ვი­ზი­ა­რებ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. შრო­მის კო­დექ­სის შე­მო­ღე­ბა­ზე ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი ვი­ყა­ვით ძა­ლი­ან ბევ­რნი და ერთ-ერ­თი მეც გახ­ლდით. ის, რაც არ­სე­ბობ­და წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, იყო სა­ში­ნე­ლე­ბა. და­ქი­რა­ვე­ბულს პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნდა. მე­ო­რე მხა­რეს ვი­ცით ყო­ველ­თვის გა­დახ­რა, რო­ცა რა­ი­მე არ გვაქვს და მე­რე სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს. მგო­ნი, ეს მოხ­და პირ­ვე­ლი მოს­მე­ნის შემ­თხვე­ვა­ში გან­ხი­ლულ კა­ნონ­პრო­ექ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მე­ტი უფ­ლე­ბე­ბი მის­ცეს. მე­ტი უფ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს და­ქი­რა­ვე­ბულ­ზე, პრინ­ციპ­ში ნორ­მა­ლუ­რია, ნე­ბის­მი­ე­რი უფ­ლე­ბა და­ქი­რა­ვე­ბულს შე­იძ­ლე­ბა მივ­ცეთ, მაგ­რამ ჩვენ რე­ა­ლო­ბა არ უნ­და დავ­კარ­გოთ და არ უნ­და დაგ­ვა­ვიწ­ყდეს, რომ ყვე­ლა­ზე დი­დი უსა­მარ­თლო­ბა, რაც სუ­ფევს სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბას არ შე­უძ­ლია სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შოვ­ნა. ტო­ტა­ლუ­რი უმუ­შევ­რო­ბა არის ყვე­ლა­ზე დი­დი უსა­მარ­თლო­ბა და ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­საქ­მე­ბა შე­უძ­ლია ინ­ვეს­ტორს, შე­უძ­ლია ბიზ­ნესს. ამი­ტომ, დღეს ჩვენ თუ მო­ვა­ხერ­ხეთ გა­დავ­ხა­რეთ მე­ო­რე მხა­რეს და ზედ­მე­ტი უფ­ლე­ბე­ბი მი­ვე­ცით და­ქი­რა­ვე­ბულს, უნ­და ვი­ფიქ­როთ მე­ო­რე მხა­რე­ზე, ინ­ვეს­ტორს არ უნ­და და­ვუ­კარ­გოთ მა­და იმი­სა, რომ შე­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს", - გა­ნაც­ხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. 

მი­სი­ვე თქმით, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის­თვის სა­ჭი­როა, ’’ინ­ვეს­ტო­რე­ბი არ შე­ვა­ში­ნოთ’’.

"ჩვე­ნი შრო­მის კო­დექ­სი და­ემ­სგავ­სე­ბა ევ­რო­პულს. ჩვენ უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ და პირ­ველ ეტაპ­ზე ადა­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი შე­ვუქ­მნათ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებს, მაგ­რამ ინ­ვეს­ტო­რებს ინ­ტე­რე­სი არ და­ვუ­კარ­გოთ. პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით პრო­ექტს, რო­მელ­საც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აკ­რი­ტი­კებს, მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი და მეც იგი­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი გა­ვა­კე­თე და პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი, რომ არ შე­ვა­ში­ნოთ ინ­ვეს­ტო­რე­ბი. თუ მათ შე­ვა­ში­ნებთ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შევ­ქმნათ სა­უ­კე­თე­სო შრო­მის კო­დექ­სი, მაგ­რამ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი არ შე­იქ­მნე­ბა და ძი­რი­თა­დი უსა­მარ­თლო­ბა დარ­ჩე­ბა, არ იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

კომენტარები