ფანჯიკიძე-კერის შეხვედრა

ფანჯიკიძე: ვილაპარაკეთ ყველა თემაზე, რაც აშშ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა. ფანჯიკიძემ ამის შესახებ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტზე საუბარი არ ყოფილა.

"პრემიერის ვიზიტზე, საერთო ვიზიტებზე არ გვისაუბრია. მე დავპატიჟე ბატონი კერი საქართველოში და ის შემპირდა, რომ აუცილებლად ჩამოვა. ჩვენ ვილაპარაკეთ ყევლა თემაზე, რომელიც ეხება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში შეტანილი წვლილისათვის.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, კერი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით, ასევე დაინტერესდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროგრესით, რომელიც, ფანჯიკიძის განცხადებით, ამერიკელმა კოლეგამ მაღალ დონეზე შეაფასა. 
"ასევე ვისაუბრეთ ქარტიის ფარგლებში თანამშრომლების საკითხებზე", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

კომენტარები