ლევან კობიაშვილი და ჰერტა ბუნდესლიგას უბრუნდებიან

Produnis / Wikipedia

ლევან კობიაშვილი შემდეგ სეზონში ბუნდესლიგაში ითამაშებს.ბერლინის ჰერტამ სადაც ლევან კობიაშვილი თამაშობს, დღეს ბუნდესლიგის საგზური გაინაღდა. ზანდჰაუზენთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში, კობიაშვილი 54-ე წუთამდე შეუცვლელი იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა 45 ათას გულშემატკივართან ერთად დიდი ზეიმი მოაწყვეს. შეგახსენებთ, რომ ბერლინის ჰერტა მეორე ბუნდესლიგაში 2011-12 სეზონის შემდეგ დაქვეითდა, როდესაც დედაქალაქელებმა ჩემპიონატი 16-ე ადგილზე დაამთავრეს და პლეიოფში ფორტუნასთან წააგეს. ლევან კობიაშვილს ბუნდესლიგაში 336 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, რითაც ბრაზილიელ ზე რობერტოსთანერთად, ლეგიონერებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

ახლა რეკორდსმენი კლაუდიო პისაროა, რომელსაც ჩემპიონატში 350 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები