19 პარილი

გია ნოდია: ველი, რომ საქართველოში ოპოზიციის არსებობა დაფიქსირდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გია ნოდიას განცხადებით, დღეს, 19 აპრილს, თბილისში დაგეგმილი აქციის მთავარი მიზანი ოპოზიციის არსებობის დაფიქსირებაა. 

"ველი, რომ დაფიქსირდება საქართველოში ოპოზიციის არსებობა, რომელსაც საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერს. დაფიქსირდება, რომ ეს გუნდი პოლიტიკური ცხოვრების ლეგიტიმური ნაწილია. მეორე მხრივ კი, სახელმწიფო და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი აღიარებს ამ ფაქტს. ეს არის ამ აქციის მთავარი ამოცანა", - განაცხადა გია ნოდიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ ნაციონალური მოძრაობა აქციას გეგმავს. 

 

კომენტარები