ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მერაბიშვილი: მე ვაპირებ ვისწავლო ჩემს შეცდომებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისმა ბევრმა მეგობარმა ვერ გაუძლო ზეწოლას, შანტაჟს. 

"მე ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მტკიცე, ისინი ჩვენი გუნდის უმრავლესობას ვერ შეაშინებენ, ვერ დათრგუნავენ, პირადად მე ბევრის სწავლა მომიწია, მე ვაპირებ ვისწავლო ჩემს შეცდომებზე. მე შეიძლება მძიმედ, მაგრამ გადავიტან ამას და ვაპირებ დავრჩე ამ ქვეყანაში. შეიძლება, ხვალაც, ზეგაც ვერ გაუძლოს სხვადასხვა ცდუნებას ზოგიერთმა ჩვენმა, ჩემმა მეგობარმა, მაგრამ ძირითადი ბირთვი ნაციონალურ მოძრაობაში ვიქნებით ერთად, წინააღმდეგობა გვაძლიერებს ჩვენ", - განაცხადა მერაბიშვილმა.

 მერაბიშვილის თქმით, ხელისუფლება ასეთი მეთოდებით 19 აპრილის აქციის ჩაშლას ცდილობს.

 "დღეს ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ეშინია 19 აპრილის, იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 19 აპრილს არ მოხდეს თბილისში მასობრივი შეკრება, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ხალხის. ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ ვერ შევძლებთ მიტინგის ჩატარებას, ეს მიტინგი ჩატარდება. 19 აპრილს არ მთავრდება ყველაფერი, 19 აპრილს იწყება ყველაფერი და ხელისუფლება ამ მეთოდით ვერ გადაფარავს ამას", - აცხადებს მერაბიშვილი.

კომენტარები