2008 წლის აგვისტოს ომი

არეშიძე ვარაუდობს, რომ ივანიშვილი „ინფორმაციის დეფიციტს“ განიცდის

პოლიტოლოგი და ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ, შესაძლოა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს „ჰქონდეს ინფორმაციის გარკვეული დეფიციტი“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ, სააგენტო news.ge-ს ცნობით, არეშიძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემა "აქცენტებში" განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილს არ სჩვევია პოზიციის ასე უცებ შეცვლა და ინფორმაციული დეფიციტი, სავარაუდოდ, მისი მრჩევლების დამსახურებაა.

არეშიძე მიიჩნევს, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა საკმარისი არაა და იგი ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა.

"მე ვთვლი ცალსახად, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. საქართველოს ხელისუფლებას დაუგეს ხაფანგი და მან არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ხაფანგიდან თავი დაეძვრინა, ან ცოტა გაკეთა, ან შეგნებულად შერგო თავი ამ ხაფანგში," - აცხადებს არეშიძე.

 

კომენტარები