შიმშილობა

მოშიმშილეები პრემიერისგან გრძელვადიანი კრედიტების გაცემას მოითხოვენ

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის შესასვლელთან რამდენიმე ადამიანი უკვე მეათე დღეა შიმშილობს. ისინი პრემიერ მინისტრისგან საარჩევნო დანაპირების შესრულებას და იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ. როგორც მოშიმშილეები ამბობენ, თუკი ისინი იპოთეკური სესხის დასაფარავად გრძელვადიან დაბალპროცენტიან კრედიტს ვერ მიიღებენ, მაშინ მათ სახლებიდან გამოსახლება ემუქრებათ. მოშიმშილეების მოთხოვნას ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია.

კომენტარები