ამერიკა-საქართველო

საქართველოს აშშ-ის დელეგაცია სტუმრობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაცია ჩამოვიდა - ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში თომას მელია, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი და USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე პეიჯ ალექსანდერი თბილისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობენ. აშშ-ის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.

 "შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასახული ამოცანები გადაჭრას", - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

 

 

კომენტარები