პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში მესამე პოლიტიკური ძალის გააქტიურების სურვილი აქვს.
მისი თქმით, მან რამდენიმე პარტიასთან შეხვედრები უკვე გამართა, მათ შორის - შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და ირმა ინაშვილს.
"მესამე ძალის სურვილი გამაჩნია და ამას არ ვმალავ. არ დაგიმალავთ და მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, ირმა ინაშვილთან და ჩემი სურვილი მათაც გადავეცი, რომ მათ აქვთ პარტია და კარგი იქნება თუ განავითარებენ და გააქტიურდებიან. ნინო ბურჯანაძესაც შევუთვალე, რომ კარგი იქნება თუ თავის პარტიას გააძლიერებს და გაააქტიურებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერი აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როცა ნაციონალური მოძრაობა ''თავად ახერხებს იმას, რომ ცუდი პერსპექტივა ჰქონდეს, უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი პარტიების გაღვიძება გაიოლდეს''.





