დევისის თასი

დევისის თასზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

დევისის თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს სერბეთის და აშშ-ის ნაკრებები შეხვდნენ.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სემ კუერი დაამარცხა და შედეგად ნახევარფინალში სერბები გავიდნენ.

ჯოკოვიჩს გასამარჯვებლად ორსაათ-ნახევარი დასჭირდა.

პირველ სეტში ანგარიში 1-1 იყო, როდესაც სერბმა კოჭი დაიზიანა და სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება მოუხდა.

საბოლოოდ, რეიტინგის ლიდერმა ტრავმის მიუხედავად 7:5, 6:7, 6:1, 6:0 გაიმარჯვა.

სერბეთი სექტემბერში, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კანადას შეხვდება.

ბუენოს აირესში კარლოს ბერლოკმა რეიტინგის მეცამეტე ნომერ ჟილ სიმონს ანგარიშით 6-4, 5-7, 6-4, 6-4 სძლია და შედეგად, არგენტინის ნაკრები საფრანგეთზე 3-2 გამარჯვებით, დევისის თასის ნახევარფინალში გავიდა.

შემდეგ ეტაპზე არგენტინელები ჩეხებს შეხვდებიან, რომლებმაც ყაზახეთი დაამარცხეს.

ნახევარფინალური დაპირისპირება ასევე სექტემბერში გაიმართება.

კომენტარები