მოსაკრებელი

მტკნარ და მინერალურ წყალზე მოსაკრებელი იზრდება

ბუნებრივი რესურსების კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, მტკნარ და მინერალურ წყალზე მოსაკრებლის გაზრდის შესახებ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მინერალურ წყალზე მოსაკრებელი სამჯერ, ხოლო მტკნარ წყალზე ორჯერ გაიზრდება. შესაბამისად, მოსაკრებელი მტკნარ წყალზე 4 ლარის ნაცვლად 8 ლარი, ხოლო მინერალურზე 3-ის ნაცვლად 9 ლარი გახდება.

"ვფიქრობთ, მინერალური წყალი უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე მტკნარი წყალი. რაც შეეხება ბრენდების მოსაკრებელს, ბორჯომის შემთხვევაში 10 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება, ნაბეღლავის 6-ის ნაცვლად  18 ლარი, საირმის 6-ის ნაცვლად 18 ლარი, ხოლო უწერას 4 ლარის ნაცვლად 12 ლარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ მოსაკრებლის ზრდას კომპანიები სამომხმარებლო ფასებზე არ ასახავენ.

აღნიშნული საკითხი მთავრობის მომავალ სხდომაზე გავა, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტში ინიცირდება.

კომენტარები