სახალხო დამცველი

სუბარი: სახალხო დამცველის რეკომენდაცია არაპროფესიონალურად იყო შედგენილი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია ციხეებში ტუბერკულოზით დაავადებათა რიცხვის მატებასთან დაკავშირებით, არაპროფესიონალურად იყო შედგენილი. ამის შესახებ სუბარმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად სახალხო დამცველის ინსტიტუტისადმი, პირადად უჩა ნანუაშვილისადმი, ძალიან არ მომეწონა, რომ საკმაოდ არაპროფესიონალურად იყო შედგენილი ეს რეკომენდაცია. წინასწარ რომ გაევლოთ ეს საკითხი ჩვენთან და დაესვათ კითხვები, ძალიან ბევრ რამეზე მიიღებდნენ ამომწურავ პასუხს, რომ ეს ასე არ არის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, სისტემაში ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა რიცხვი 800-900-დან 300-ამდე ჩამოვიდა.

მინისტრის განცხადებით, მისი მოადგილე ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგს ჩაატარებს, ''სადაც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა''.

კომენტარები