თელავის უნივერსიტეტი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა

თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება.

უნივერსიტეტიდან ამოღებულია ფინანსური დოკუმენტაცია, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ.

თელავის უნივერსიტეტის პრორექტორი, დავით მახაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიებას პოლიტიკური მოტივი აქვს.

როგორც კახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება უნივერსიტეტიდან შესული განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

კომენტარები