რუსეთი

პუტინის განკარგულებით, შავ ზღვაში მოულოდნელი სამხედრო სწავლება დაიწყო

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთმა შავ ზღვაში მოულოდნელი სამხედრო სწავლება დაიწყო. РИА Новости რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის კომენტარს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების ჩატარების შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 28 მარტს, დილის 04:00 საათზე გასცა.
პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, შესაძლოა პრეზიდენტი პუტინი ამ სწავლებებს დაესწროს. ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების მიზნად პესკოვმა სამხედრო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნა დაასახელა. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში დისლოცირებული 36 გემი, სამხედრო ავიაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების შენაერთები, საზღვაო ქვეითი ძალები და ასევე სპეცდანიშნულების რაზმები.

კომენტარები