ფოტოგრაფების საქმე

უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ფოტოგრაფებს ნასამართლეობა მოეხსნათ

უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ფოტოგრაფებს პირობითი მსჯავრი გაუუქმდათ  და ნასამართლეობა მოეხსნათ. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პრობაციის ეროვნულმა კომისიამ მიიღო.

"დანაშაულებები, რომელიც ჩადენილი იქნა სააკაშვილის მიერ, კიდევ დიდხანს იქნება გამოსასწორებელი და კიდევ დიდხანს გაგვყვება ქვეყნის სირცხვილად და ტკივილად. ერთ-ერთი ასეთი სირცხილი არის ე.წ. ფოტოგრაფების საქმე. წინა ხელისუფლებას უნდოდა, არა მარტო ისინი, არამედ ის ორგანიზაციები, სადაც ისინი მუშაობდნენ, წარმოედგინათ, როგორც ჯაშუშური ორგანიზაციები. რომ არა საზოგადოებისა და ჟურნალისტების აქტივობა, ესენი 1 ოქტომბრამდე იჯდებოდნენ ციხეებში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, ფოტოგრაფებს გიორგი აბდალაძეს, ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი გედენიძესა და ნათია გედენიძეს, 2011 წლის ივლისში, ბრალად უცხო ქვეყნებთან ჯაშუშობა წარედგინათ. ნათია გედენიძეს ბრალეულობა 2012 წელს ნოემბერში  მოეხსნა.

კომენტარები