მთავარი პროკურორი

კბილაშვილი: გამორიცხული არ არის, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის დაკითხვა მოხდეს

მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის დაწყების წინ კბილაშვილი ჟურნალისტებს ესაუბრა. როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, შეხვედრის მთავარი მიზანია, არასამთავრობო სექტორმა პროკურატურას საზოგადოების კრიტიკა და შეხედულებები გაუზიროს.

პროკურორის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა მოხდეს. მისი თქმით, ''სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ უშვებს არცერთ გამონაკლისს არცერთი თანამდებობის პირის მიმართ, დაკითხულ იქნეს მოწმის სახით, თუ არსებობს მოწმის დაკითხვის წინაპირობა''.

მთავარი პროკურორი, გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. კბილაშვილის განცხადებით, თუ საკითხთან დაკავშირებით ''შემოვა რაიმე ტიპის განცხადება, მოხდება მისი შესწავლა, არის თუ არა დარღვეული სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნები და აუცილებლად მოხდება შესაბამისი დასკვნის გაცემა''.

შეგახსენებთ, ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გუ­შინ, 27 მარტს, გა­ავ­რცე­ლა 2008 წლის 27 ნო­ემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლი­თაც იმ­დრო­ინ­დე­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გრი­გოლ ვა­შა­ძე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კულ­ტუ­რის მი­ნისტრს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თავს.

ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ­ვე გავ­რცელ­და გრი­გოლ ვა­შა­ძის კო­მენ­ტა­რი. მი­სი თქმით, დო­კუ­მენ­ტი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და მი­სი გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. ვა­შა­ძე აც­ხა­დებს, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უნ­და და­იწ­ყოს, რა­თა დად­გინ­დეს ვი­სი ბრძა­ნე­ბით გა­ი­ცა დო­კუ­მენ­ტი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან სა­ჯა­რო პირ­ზე.

კომენტარები