აგრარული უნივერსიტეტი

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგინეს

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგინეს. საბჭომ უნივერსიტეტის მოთხოვნა გაითვალისწინა და აკრედიტაცია წყვეტის გარეშე, 25-ივე პროგრამაზე აღადგინა. ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილების მოტივად დაასახელეს მაღალი საჯარო ინტერესი იმ აგრარული სპეციალობების მიმართ, რომელთა სწავლება სხვა უმაღლეს დაწესებულებებში არ მიმდინარეობს. საბჭოს წევრებმა დასძინეს, რომ აგრარულ უნივერსიტეტში დარჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია აგრარულ უნივერსიტეტში მონიტორინგი განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­უ­ჩერ­და. 

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა საბ­ჭომ ღია კენ­ჭის­ყრის შე­დე­გად მი­ი­ღო. კენ­ჭის­ყრამ­დე კი საბ­ჭოს წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 8 თე­ბერ­ვალს და­ნიშ­ნა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავ­დნენ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ცენ­ტრის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ 80-გვერ­დი­ან დას­კვნას. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. 

საბ­ჭომ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტრო­რი­ზა­ცია რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით გა­უ­უქ­მა. კერ­ძოდ, უხეშ დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვა­ლა ის, რომ სას­წავ­ლო სი­ლა­ბუ­სებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ყვე­ლა წიგ­ნი არ იყო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ან ზოგ წიგ­ნზე არ იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტე­ბი. 

ძი­რი­თად დარ­ღვე­ვებს შო­რის და­სა­ხელ­და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვი­სა და და­ნიშ­ვნის სა­კით­ხი, კერ­ძოდ, ის, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კონ­კურ­სი გა­მო­აც­ხა­და ერთ ვა­კან­სი­ა­ზე, თუმ­ცა აიყ­ვა­ნა ორი ლექ­ტო­რი, რად­გან ორი­ვე კან­დი­და­ტი მო­ე­წო­ნა კო­მი­სი­ას. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს აზ­რით, ამით და­ირ­ღვა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი. 

აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ასე­ვე შე­ე­დავ­ნენ იმა­ში, რომ მან სომ­ხეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სად ჩა­უთ­ვა­ლა ორ სტუ­დენტს და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, გას­ცა ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მე­ბი. უც­ხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას კი ახ­დენს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი. 
 ავტორიზაციის გაუქმებას სტუდენტებისა და საზოგადოების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

 

კომენტარები