აგრარული უნივერსიტეტი

დიმიტროვი: ეს უნივერსიტეტი საქართველოში მეექვსე ადგილზეა და მესმის ამხელა ინტერესი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ფილიპ დიმიტროვი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და აგრარული უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ფილიპ დიმიტროვმა განუცხადა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, მარგველაშვილმა მას განუმარტა, რომ აგრარულ უნივერსიტეტში არის ''ტექნიკური პრობლემა, რომელიც შეიძლება მარტივად გადაიჭრას უახლოეს პერიოდში''.

"ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოში მეექვსე ადგილზეა და როდესაც პრობლემა ჩნდება, მესმის ამხელა ინტერესი. ეს ინტერესი კიდევ უფრო ძლიერია იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი ძლიერი პოლარიზაციაა", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებში იყოს ''რაც შეიძლება მეტი აკადემიური დამოუკიდებლობა და შენარჩუნებული იყოს ზომიერების დონე კონკურენციის საქმეში".

შეგახსენებთ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან დღეს სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ცია გაიმართა, რომ­ლე­ბიც აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბდნენ. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის გარ­და, აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბდნენ სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე სხვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი.

 

კომენტარები